დისკრედიტაცია პირადი შინაარსის ფოტოებით - ტროლ-ბოტების სამიზნე ილიაუნის ლექტორი გახდა

გამოქვეყნდა:

სახელისუფლებო ტროლ-ბოტების მორიგი სამიზნე ამჯერად ის ლექტორები გახდნენ, რომლებიც 7-8 მარტის აქციაზე სტუდენტებთან ერთად, გვერდიგვერდ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდნენ და ბევრი მათგანი ფიზიკურადაც დაშავდა.  ერთ-ერთი ასეთი თინათინ ქავთარაძეა - ილიაუნის პროფესორი, რომლის ფეისბუქ გვერდზეც მასირებული შეტევა მიმდინარეობს. 

"დაიწყეს ბნელეთის პროპაგანდის გავრცელება ჩემს გვერდზე, ყველა ჩემს სტატუსს იყენებენ ჩემს საწინააღმდეგოდ, ამ სტატუსებს აზიარებენ შემდეგ და კომენტარებს წერენ, ბნელეთის პროპაგანდა იყენებს ყველა რესურსს იმისთვის, რომ ევროპულად მოაზროვნე ადამიანები დასაჯოს ამ ფორმით. 

ახლა ლაზარე გრიდორიადისია ციხიდან გამოსაყვანი. ჩვენ ომში ვართ. ფაქტია, უკვე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ნათელია, რომ ჩვენ ვართ  ომში და ამ ომში ერთადერთი შესაძლებლობა რომ გადარჩე და გაიმარჯვო უპირველესად ეს არის ის, რომ არ გეშინოდეს" ამბობს თინათინ ქავთარაძე. 

განსაკუთრებით ეს შემოტევა მას შემდეგ გაძლიერდა რაც ქავთარაძემ ღიად მხარი დაუჭირა ლაზარე გრიგორიადისს.

ამის შემდეგ, ბოლო ორი დღის განმავლობაში ტროლ-ბოტების მხრიდან მიმდინარეობს პროფესორის დისკრედიტაცია ყველა შესაძლო მეთოდით, მათ შორის საუბარია პირადი შინაარსის ფოტოებზე, რომლებითაც სახელისუფლებო არხები ახალგაზრდა ქალის შეურაცხყოფას ცდილობენ. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი