
"ვიოლა ფონ კრამონი არის ევროპარლამენტის წევრი, ის არის თავისუფალი ადამიანი და თავად წყვეტს, სად და როდის მივიდეს. სხვა კომენტარს მე ვერ გავაკეთებ".
თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.
შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს კრამონი 21 წლის აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა, რის გამოც, "ოცნების" დეპუტატებმა ის გააკრიტიკეს.