"ქალბატონო სალომე, ბოღმის ერთი წუთი გექნებათ მოგვიანებით" - პაპუაშვილი სამადაშვილს

გამოქვეყნდა:

"ქალბატონო სალომე, ბოღმის ერთი წუთი გექნებათ მოგვიანებით" - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა "ლელოს" დეპუტატ, სალომე სამადაშვილს. 

სამადაშვილის რეპლიკა "ოცნების" დეპუტატ, მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლას მოჰყვა. ბოჭორიშვილმა თქვა, რომ არსებობს რუსული მიზანი, რომელსაც ოპოზიციიდან ზოგი შეგნებულად, ზოგი გაუცნობიერებლად ერთგულად ემსახურება.

"საქართველოს სტრატეგიული მიზანი, რომელიც 2018 წელს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გავამყარეთ, რომელსაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი ემხრობა, რომელიც წესით პოლიტიკურ სპექტრს ევროპული იდეის გარშემო უნდა აერთიანებდეს, აქციეთ მოლოტოვის კოქტეილად", - თქვა ბოჭორიშვილმა. 

მისივე მტკიცებით, არც რუსული კანონი არსებობს, რომელსაც პარლამენტი იღებს, არც რუსული ხელისუფლება, არც რუსული ოცნება, და არც "საკნის ნაცვლად საავადმყოფოში განთავსებული სააკაშვილი არის პუტინის პატიმარი".

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ერთი წლის განმავლობაში შეუძლებელი შეძლო - "საქართველო არც ე.წ. შავ ხვრელად ქცეულიყო, არც ვქეყნის სატრანზიტო პოტენციალს დამუქრებოდა საფრთხე". ბოჭორიშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის ნაწილს არ სურს ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს.

ბოჭორიშვილის სიტყვას "ქართული ოცნების" დეპუტატების ტაში მოჰყვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი