
არსებობს უეცარი სიკვდილის ყოველწუთიერი საფრთხე - ასე აფასებს სახალხო დამცველის კონსილიუმი მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას. მედიკოსების საგანგაშო დასკვნა უფრო ვრცლად რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება, მანამდე კი კონსილიუმის წევრი ექიმები ვივამედში მისი მონახულების შემდეგ პირდაპირ ამბობენ,რომ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება და მესამე პრეზიდენტი უეცარი სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას.
ამ წუთებში კლინიკა ვივამედში გიული ალასანია იმყოფება, რომელმაც შესვლამდე განაცხადა რომ მისი შვილი საკვებს ისევ ვერ იღებს. ახლა მესამე პრეზიდენტის ოჯახი სამედიცინო დასკვნის მოლოდინშია, იმისათვის რომ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად შემდგომი ნაბიჯები გადადგას.