სალომე ზურაბიშვილი ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ევროკავშირის კანდიდატის სატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო. კობახიძემ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა გაიხსენდა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი "რადიკალური ოპოზიციის" აგიტაციას შეუერთდა.

"პირველ რიგში, რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში, ისინი ვერც მალავენ, პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ამ აგიტაციას შეუერთდა თქვენ ნახეთ სალომე ზურაბიშვილი, როცა მას ჰქონდა მოხსენება საქართველოს პარლამენტში, მან პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს. ისიც ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში. ისინი არ მალავენ საკუთარ სურვილს, ერთადერთი ინტერესი არის კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად, ეს ინტერესი აქვს საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და იგივე ინტერესი აქვთ მათ პატრონებს, ეს არის გლობალური ომის პარტია", - თქვა კობახიძემ. 

მან ისევ გაიმეორა, რომ არსებობს გლობალური ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია. იხილეთ პრეზიდნეტის განცხადებები:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი