
"არ წყდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხის გამოყენება ხელისუფლებისთვის ბრძოლის ინსტრუმენტად ე.წ. პოლიტიკოსების ნაწილის და აქტივისტების მხრიდან. საქართველოს სტრატეგიული მიზანი, რომელიც 2018 წელს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გავამყარეთ, რომელსაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი ემხრობა, რომელიც წესით პოლიტიკურ სპექტრს ევროპული იდეის გარშემო უნდა აერთიანებდეს, აქციეთ მოლოტოვის კოქტეილად".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა.