დეოლიგარქიზაცია თუ არის მიზანი, ნაცმოძრაობის პატრონებს არ უნდა შეეშინდეთ დეკეზერიზაციის - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"დეოლიგარქიზაცია თუ არის მიზანი, ნაცმოძრაობის პატრონებს არ უნდა შეეშინდეთ მაგალითად იგივე დეკეზერიზაციის თუ რაც ქვია ამას. ეს არის რეალურად ქვეყნის ამოცანა, ამას გვეუბნებიან. ჩვენი ინიციატივა საერთოდ არ იყო ამ კანონის მიღება, გვეუბნებიან, რომ საჭიროა ოლიგარქიული გავლენების აღმოფხვრა ქართულ პოლიტიკაში, დღეს მთავარი გაცხადებული ქეისი არის კეზერაშვილის ქეისი. სხვა შემთხვევებიც არის როდესაც ადგილი აქვს ოლიგარქიულ გავლენებს ქართულ პოლიტიკაზე, როცა შავი ფული, სისხლიანი ფული იხარჯება ქართულ პოლიტიკაზე. თუ ეს არის ამოცანა, მაშინ ჩვენ გვჭირდება კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირმა უნდა თქვას, რომ დეოლიგარქიზაცია არ არის ჩვენი ამოცანა და მაშინ მოვხსნით ყველაფერს"

აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი