
აბსოლუტურად იდენტიფიცირებადია ის უკანონო ქმედებები, რაც ამ ადამიანმა [გრიგორიადისმა] ჩაიდინა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ნუ შეეცდება ახლა რადიკალური ოპოზიცია იმას, რომ ისედაც განულებული რეიტინგი კიდევ მინუსებში წაიღოს და იმ ადამიანმა ისარგებლა, როგორც ჩანს, თავის უფლებით, რაც აქვს იქ. არ ვიცი, ეს საპარიკმახეროს უფლებაა თუ ნებისმიერი და ახლა აქედან ესენი უშლიან იმას, რომ იმ უფლებით ისარგებლოს პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელი უფლებაც ისედაც აქვს. ჯერ კარგად გაერკვნენ და ამის შემდგომ გააკეთონ განცხადებები.
თქვა "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წამოსულმა დეპუტატმა და "ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, 3 აპრილს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მას თმა ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.