
"მინდა ვუთხრა მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაარჩინეს ჩვენი ქვეყანა იმისგან, რომ მას ევროპული მომავლის შანსი საბოლოოდ წართმეოდა და მინდა მადლობა ვუთხრა ლაზარე გრიგორიადისს იმიტომ, რომ ლაზარეს მსგავსმა ადამიანებმა იბრძოლეს საკუთარი ქვეყნისთვის. დღეს, ამ ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის დამცველებს სამარცხვინო, იაფფასიანი მედროვეები, მაკა ბოჭორიშვილის მსგავსი, რომელიც 8 წლის მანძილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ევროკავშირში ჩვენ მისიაში მუშაობდა, დადიოდა 2012 წელს და ევროპულ ინსტიტუციებში საუბრობდა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი და დღეს, ამ დარბაზიდან საუბრობს იმაზე, რომ თურმე მაშინდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებდა ევროინტეგრაციისთვის.
სიმართლე კი, მარტივია, მხოლოდ ასეთი ხალხი დაგრჩათ თქვენ, „ქართულო ოცნებავ“! მედროვე, ხალხი, რომელიც ჩაბარდება ყველა ხელისუფლებას, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს „ნაციონალი“ იქნება, „ქართული ოცნების“ დროს „ოცნების“ მსახური იქნება და მათი პირიდან სიმართლე არასდროს ამოვა."
განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.