ლაზარე უნდა იყოს გარეთ, ვიმუშავებთ ფართომასშტაბიან აქციაზე - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

ლაზარე უნდა იყოს გარეთ და ჩვენ ყველამ ერთად, როგორც 8-9-ში შევძელით გაერთიანება, ასე უნდა გავერთიანდეთ ამ ბიჭის გარშემო - აცხადებს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია და ამორალურს უწოდებს იმ კამპანიას, რომელსაც  ხელისუფლება და მის სატელიტები 21 წლის ახალგაზრდას წინააღმდეგ ეწევიან.

ხოშტარიას თქმით, რუსულმა რეჟიმმა, რუსული რევანშის სამიზნედ აირჩია ადამიანი, რომელიც მარტის აქციების დროს, ქვეყნის ევროპულ მომავალსა და ღირსებას იცავდა.

ხოშტარიას თქმით, ლაზარეს წინააღმდეგ მიმდინარეობს ღირსების შემლახავი, ძალადობრივი, პოლიტიზირებული და უნამუსო სახელმწიფო კამპანია: 

"ამიტომ ჩვენ, ყველა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, უნდა გვესმოდეს რომ დღეს საქართველოს ღირსების და ევროპული არჩევანის დაცვის ხაზი გადის სწორედ ლაზარეს დაცვაზე და ჩვენ ვდებთ პირობას, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ლაზარე იყოს თავისუფალი და მიიღოს ის პატივისცემა, რომელსაც იმსახურებს ყველასგან.

პირველი - შევუერთდებით აბსოლუტურად ყველა აქციას, რომელიც ლაზარეს დაცვისთვის იქნება; მეორე - ვიმუშავებთ ფართომასშტაბიან, მძლავრ აქციაზე ლაზარეს დასაცავად; მესამე- უკვე გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, რომლებისთვისაც ღირსებს საკითხია ლაზარეს დაცვა და გვექნება სია ყველა იმ ადამიანის, დაწყებული ივანიშვილიდან გაგრძელებული მისი მონა ღარიბაშვილით და დამთავრებული ყველა იმ ბადრაგით, რომელიც ცდილობს მისი ღირსება შელახოს. ყველაფერზე პირობას ვდებ, ყველა აგებს პასუხს" განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი