"ოცნება" "ენმ"-ზე შურისძიებასა და პარტიის ფრაქციის დაშლას ცდილობს - მიშა ბოლქვაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ცდილობს შური იძიოს "ნაციონალურ მოძრაობაზე" და ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დაშალოს, - ამის შესახებ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი მიშა ბოლქვაძე საუბრობს. 

მისი განცხადებით, ხელვაჩაურის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დღეს აჭარის წყლის მაჟორიტარ დეპუტატს, ვაჟა თავდგირიძესთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, რის გამოც ფრაქცია იშლება. "ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება" - აცხდებს მიშა ბოლქვაძე.

მან გაასაჯაროვა სამედიცინო დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ვაჟა თავდგირიძეს ბოლო 6 თვის განმავლობაში წოლითი რეჟიმი აქვს, დახმარების გარეშე გადაადგილება არ შეუძლია და მძიმე სენს ებრძვის. ამის მიუხედავად, ხელვაჩაურის საკრებულოს უმრავლესობამ მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

ამ თემაზე საკრებულოში ხვალ იმსჯელებენ. "ნაციონალური მოძრაობა" ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი