
უკრაინის საზღვაო შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა შავ ზღვაში წყალქვეშა სარაკეტო მატარებლების რაოდენობა გაზარდა.
"4 აპრილის მდგომარეობით, შავ ზღვაში მოწინააღმდეგის 7 ხომალდია საბრძოლო მორიგეობაზე, მათ შორის 3 საკრუიზო რაკეტების მატარებელი, 20-მდე რაკეტით..ასევე აზოვის ზღვაში - 1 მტრის გემია; ხმელთაშუა ზღვაში 7-მდე ხომალდი, საიდანაც 3 კალიბრის საკრუიზო რაკეტების მატარებელია ჯამში 20-მდე რაკეტით“, - წერია განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ 24 მარტის მონაცემებით, შავ ზღვაში რუსეთის ოთხი საკრუიზო სარაკეტო მატარებელი იყო, ჯამში 24 რაკეტით აღჭურვილი.