ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინასთან ფინეთის დროშა აღმართეს

გამოქვეყნდა:

ფინეთის NATO-ში გაწევრიანების ფორმალური პროცედურა ოფიციალურად დასრულდა. ფინეთი ახლა უკვე ალიანსის წევრი 31-ე ქვეყანაა. 

ბრიუსელში გამართული ცერემონიალის დროს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პეკა ჰავისტოს NATO-ს წევრი ყველა ქვეყნის მოწვევა გადასცა. თავის მხრივ კი ჰავისტომ სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების ხელმოწერილი დოკუმენტი ჩააბარა. 

ფინეთის ალიანსში გაწევრიანების აღსანიშნავად, ბრიუსელში NATO-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე ფინეთის დროშაც აღიმართა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე.

პარალელურად, ალიანსში გაწევრიანების აღსანიშნავად, NATO-ს დროშა აღიმართა ფინეთის დედაქალაქში, ჰელსინკში, თავდაცვის სამინისტროს შენობასთან.

ცნობისთვის, ფინეთმა ნატოში შესვლა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა. მანამდე ქვეყანა თითქმის 70 წლის განმავლობაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი