ტრამპი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში - ისტორიული პროცესი ნიუ იორკში

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება. მედიის ინფორმაციით, ტრამპი ნიუ-იორკშია, სადაც მას სასამართლოში ბრალს წაუყენებენ. 

ტრამპი შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდებას უყენებენ. 30 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა მისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს. 

მანჰეტენის საოლქო პროკურორმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ. მისივე განცხადებით, დენიელსმა ტრამპისგან თანხა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაჩუმების სანაცვლოდ მიიღო საკითხზე, რომელიც ტრამპის სასიყვარულო ურთიერთობებს ეხებოდა და შესაძლოა, მისი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის იმიჯზე უარყოფითად ასახულიყო. 

თუმცა დანაშაული არც ერთია და არც მეორე, სამაგიეროდ ნიუ იორკის შტატის კანონით კრიმინალია ის რაც ტრამპმა ამის შემდეგ გააკეთა - ხარჯები მისი კერძო კომპანიის ბუღალტერიაში იურიდიული მომსახურების მუხლით გაატარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი