"ქართული ოცნება" თავის დაზღვევას იწყებს. კანდიდატის სტატუსის ჩაგდების საფრთხით შეშინებული მმართველი პარტია უკვე ეძებს სამიზნეს, რომელსაც წარუმატებლობას დააბრალებს. და ეს, რა თქმა უნდა, ოპოზიციაა. "ქართულ ოცნებაში" უკვე ხმამაღლა დაიწყეს მტკიცება, რომ ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ხელისშემშლელი შესაძლოა ოპონენტები იყვნენ, სხვა მხრივ კი ყველაფერი წესრიგშია და 12-ვე მოთხოვნა შესრულებულია.
თუმცა სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვთ არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამეთ თავად ევროკავშირის წარმომადგენლებსაც. "ქართული ოცნების" ხელისუფლებასაც, თუნდაც ბოლო დღეებში, რამდენჯერმე უთხრეს რა გზის გავლაა საჭირო ევროპულ ოჯახში გასაერთიანებლად.