რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან გოფოძე პროკურატურაში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან გოფოძე პროკურატურაში დაიბარეს და გამოკითხეს. ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს. 

როგორც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ გოფოძემ აღნიშნა, გამომძიებლის კითხვები რესპუბლიკურში განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებს ეხებოდა, რომლებიც ორი წლის წინ პანდემიის დროს ჩატარდა.

"შეკითხვები შეეხებოდა პანდემიის დროს მიმდინარე კლინიკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს"- აცხადებს გოფოძე.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა გამოკითხვაზე დაბარება იყოს ზეწოლის მცდელობა, რადგან თავადაც მონაწილეობს კლინიკის ექიმების აქციაში, გოფოძე პასუხობს: "იმის იდეას, რომ რესპუბლიკური უნდა გადარჩეს, ვიზიარებთ ყველა. ამიტომაც რაიმე ზეწოლის განხორციელება ამ მიმართულებით არ მგონია იყოს ჩემზე".

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები უკვე რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ და სამინისტროს მიერ დაანონსებულ კლინიკის ნგრევას აპროტესტებენ.

ისინი ასევე ითხოვენ, თანამდებობა დატოვოს კლინიკის მოქმედმა დირექტორმა ზაზა ავალიანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი