
უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი "სიმბოლური სიგნალია" და მსგავსი სიმბოლური ნაბიჯები ომის დასრულებას არ აახლოებს.
უნგრეთის საგარეო ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ლევენტე მადიარმა Suspilno-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინი უბრალოდ არ წავა ისეთ ქვეყნებში, სადაც მისი დაკავება შეიძლება, რაც ICC-ის ორდერს "სიმბოლურს" ხდის.
"დარწმუნებულები ვართ, რომ სიმბოლური ქმედებები არ დაასრულებს ამ ომს. მე ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა საკმაოდ სიმბოლურია, რადგან ცხადია, რუსეთის პრეზიდენტი არ აპირებს წასვლას ისეთ ქვეყანაში, სადაც მისი დაპატიმრება შეიძლება. ასე რომ, ეს არის მესიჯი, მაგრამ მხოლოდ სიმბოლური მესიჯია“, - თქვა მეგიარმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, უნგრეთი ყურადღებას გაამახვილებს უკრაინის ხელშესახებ დახმარებაზე. კერძოდ, იმ უკრაინელი ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებაზე, რომლებიც უნგრეთის საჯარო სკოლებში დადიან.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ორბანის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის მიუხედავად, რუსეთის ლიდერს ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში არ დააპატიმრებდნენ.