ფინეთი NATO-ში | გადაწყვეტილების მოსალოდნელი პოლიტიკური და სამხედრო შედეგები

გამოქვეყნდა:

კრიტიკული უკუეფექტი კრემლისთვის. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზღვარი აგრესორ ქვეყანასთან დღეიდან 2000 კილომეტრით გაიზარდა. ფინეთი ოფიციალურად გახდა NATO-ს წევრი და ამიერიდან ალიანსის ჯარებს ლეგალური უფლება აქვთ უშუალოდ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს იყვნენ განლაგებული. ფაქტია, რომ ვლადიმერ პუტინის მიზანი - უკრაინაში ომის დაწყებით სულ უფრო შორს გადაეწია NATO-ს შესაძლო საზღვარი, საპირისპირო შედეგით დასრულდა. 

ფინეთი - ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ნორვეგიასთან და პოლონეთთან ერთად არის მეექვსე და ყველაზე ვრცელი საზღვრის მქონე ქვეყანა, რომელიც უშუალოდ რუსეთს ესაზღვრება. ბრიუსელში დღეს ფინური დროშის აღმართვის პარალელურად კრემლში საჯაროდ განაცხადეს, რომ რუსეთისთვის საფრთხე იზრდება და მოსკოვი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი