"ქართული ოცნების" პროპაგანდის რუსული სახელმძღვანელო. დღეს საბოლოოდ გაირკვა, სად იქმნება პროპაგანდისტული სტრატეგია საქართველოს მმართველი პარტიისთვის და ვისი მაგალითით მოქმედებენ "ოცნების" ლიდერები.
კრემლის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა მინსკში გამართულ შეხვედრაზე სიტყვა-სიტყვით გაიმეორა რიტორიკა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის კლანი თანამოქალაქეებს ესაუბრება. მეორე ფრონტის გახსნა, ომში ჩათრევა და დასავლეთის მიერ ორკესტრირებული საპროტესტო გამოსვლები თბილისში - სერგეი ნარიშკინის ეს გზავნილები ზუსტად დაემთხვა იმას, რასაც "ქართული ოცნება" ამბობს თბილისში.