
50-წლიანი შესვენების შემდეგ, ამერიკელები მთვარეს უბრუნდებიან. კოსმოსური მისია „არტემისის“ მეორე ეტაპი დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისკენ ასტრონავტების გაშვებას ითვალისწინებს, თუმცა ექსპედიცია უშუალოდ მთვარის ზედაპირზე არ დაჯდება - მხოლოდ ერთ წრეს გააკეთებს მის გარშემო და ისევ დედამიწაზე დაბრუნდება.
NASA-ში აცხადებენ, რომ ადამიანი მთვარეზე ფეხს 2025 წელს დადგამს, არტემისის მესამე ეტაპის ფარგლებში, და ეს იქნება შემამზადებელი ეტაპი მომავალი მისიებისთვის, რომელთა შორის ჩვენს თანამგზავრზე პერმანენტული ბაზის მშენებლობა, ასევე პლანეტა მარსზე ადამიანების გაგზავნა იქნება.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი