სახელმწიფო ტენდერებით გამდიდრებული სენაკის მერის ოჯახი. ვახტანგ გადელიას თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მისი ბიძის კომპანია "არქეოპოლისი" ფაქტობრივად უკონკურენტო გარემოში ყველა სახელმწიფო შესყიდვაში იგებს და 2021 წლის შემდეგ 10 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.
"არქეოპოლისის" საეჭვო გამარჯვებებზე არაერთხელ გამხდარა კორუფციაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული დასკვნის მთავარი ფიგურანტი, თუმცა ყველა მცდელობა, დაწყებულიყო კორუფციის შემცველი გარიგებების გამოძიება ძალოვანი უწყებების მხრიდან, უპასუხოდ დარჩა.
ავტორი: ემა გოგოხია/ნინი ჟიჟიაშვილი