რუსული ჯარები ბახმუტზე შეტევას აგრძელებენ | უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის ჯარები აგრძელებენ ბახმუტის დაცვას.

"ბახმუტის მიმართულებით მტერი არ წყვეტს ქალაქ ბახმუტის იერიშს - დღის განმავლობაში ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 20-მდე შეტევა", - წერია ანგარიშში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები შეტევას ლიმანსკის, ბახმუტსკის, ავდეევსკის და მარინსკის მიმართულებით ცდილობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი