"ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი არ დაუჭერიათ... ახლა საბუთებს ავსებენ, უღებენ თითის ანაბეჭდებს" | ნანა საჯაია

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფორმალურად დაკავებას Fox News-ის ქართველი ჟურნალისტი ნანა საჯაია ეხმაურება და საქმესთან დაკავშირებით დეტალებს განმარტავს:

ტრამპი სასამართლო დარბაზში შევიდა.

რადგან ჰედლაინები დამაბნეველია, დავწერ ქართულად:

* არა, ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი არ დაუჭერიათ;

* ახლა ხდება მისი processing - საბუთებს ავსებენ, უღებენ თითის ანაბეჭდებს;

* ამის მერე (წუთი-წუთზე), ტრამპი შევა სასამართლო დარბაზში, სადაც კამერები არ არიან, მოსამართლე მას ოფიციალურად წარუდგენს ბრალს;

* მხოლოდ ამის მერე შეიძლება (თუმცა ნაკლებ სავარაუდოა), მოსამართლემ გასცეს მისი დაკავების ბრძანება.

* დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს თან არ აქვთ ტელეფონები/ლეპტოპები. ამიტომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ გვეცოდინება, სანამ დარბაზს ჯერ ტრამპი და მერე ჟურნალისტები არ დატოვებენ, - წერს ნანა საჯაია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი