
მანჰეტენის ოლქის პროკურორი, ელვინ ბრეგი ამბობს, რომ ეს საქმე ეხება დონალდ ტრამპის 34 ცრუ განცხადებას, რომელიც გაკეთებულია სხვა დანაშაულების დასაფარად.
"ეს არის დანაშაულებრივი დანაშაული ნიუ-იორკის შტატში, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ. ჩვენ არ შეგვიძლია და არ მოვახდენთ სერიოზული კრიმინალური ქცევის ნორმალიზებას", - ამბობს ბრეგი.
მისი თქმით, ტრამპმა არაერთხელ გააკეთა ცრუ განცხადებები ნიუ-იორკის ბიზნეს ჩანაწერებზე და აიძულა სხვები ცრუ განცხადებები გაეკეთებინათ. ბრეგი ამბობს, რომ 2017 წელს მაიკლ კოენს უხდიდა იურიდიულ მომსახურებას. ის გარკვევით ამბობს, რომ "ეს არ იყო სიმართლე".
ბრეგის თქმით ტრამპმა განაცხადა, რომ მაიკლ კოენს იურიდიული მომსახურებისთვის 2016 წელს უხდიდა, რაც სიმართლე არ ყოფილა და ეს იყო ცრუ განცხადება, რომელიც ტრამპმა 2017 წელს გააკეთა.
"ცხრა თვის განმავლობაში ბრალდებულს ხელში ეჭირა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ამ საკვანძო ტყუილს" - თქვა მან.
მისივე თქმით, ცრუ განცხადებები ტრამპმა 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულების დასაფარად გააკეთა.
შეგახსენებთ, მაიკლ კოენი არის ტრამპის ყოფილი ადვოკატი, რომელმაც აღიარა, რომ 2016 წლის არჩევნებამდე პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს გადაუხადა $130,000 ტრამპთან სავარაუდო წარსულ სექსუალურ ურთიერთობაზე მისი დუმილის სანაცვლოდ, რასაც ის უარყოფს.