უკრაინის დაგეგმილი კონტრშეტევის წინ, კრემლი დასავლეთს ბირთვული იარაღით აშანტაჟებს - ISW

გამოქვეყნდა:

უკრაინის დაგეგმილი საგაზაფხულო კონტრშეტევის წინ, კრემლი აგრძელებს ბირთვულ შანტაჟს რათა შეაჩეროს დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინაში - ამის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი [ISW] ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ბელარუსიში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ რუსეთის გადაწყვეტილების გამართლება რამდენიმე არგუმენტით სცადა: ნატო დაადანაშაულა რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან საბრძოლო მომზადებისა და დაზვერვის აქტივობების გააქტიურებაში, ამასთან, დაადანაშაულა დასავლეთი უკრაინაში ომის ესკალაციაში აპრილში უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდებით.

ექსპერტების შეფასებით, შოიგუმ გააძლიერა არსებული რუსული ბირთვული საფრთხეები იმით, რომ ბელარუსიას აქვს ატომური თავდასხმის თვითმფრინავი და ისკანდერ-M სისტემები, რომელსაც შეუძლია ბირთვული დარტყმის განხორციელება. შოიგუმ ასევე თქვა, რომ ბელარუსის სარაკეტო ძალებმა 3 აპრილს დაიწყეს წვრთნა რუსეთში ისკანდერ-მ სისტემების, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ჩათვლით.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შოიგუს განცხადებები არ წარმოადგენს რაიმე ახალ ინფორმაციას ბელარუსის წვრთნების შესახებ და სავარაუდოდ, საინფორმაციო ოპერაციის ნაწილია. აღსანიშნავია, რომ ISW ადრე იტყობინებოდა, რომ ბელარუსი სამხედროები ისკანდერის სისტემებით ვარჯიშობდნენ რუსეთში 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით.

ცენტრი თავის განახლებასი ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ შოიგუს გააქტიურებული ბირთვული შანტაჟის რიტორიკა ემთხვევა ფინეთის გაწევრიანებას ნატოში და უკრაინისთვის აშშ-ის ახალ დახმარებას.

ISW-ის ანალიტიკოსები კვლავაც ამბობენ, რომ ბირთვული ესკალაციის რისკი რჩება უკიდურესად დაბალი და რომ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებამ ბელარუსში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმოქმედოს უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობაზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი