
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ახალი სახეები წარადგინა. პარტიას ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი შეუერთდნენ.
"ნაციონალური მოძრაობა ძლიერდება, მე თავს არ შეგაწყენთ კონკრეტული ადამიანების წარდგენით, იმიტომ რომ მათი ქვეყნის წინაშე დამსახურებების მიხედვით, მათი ბიოგრაფიიდან გამომდინარე ამ ადამიანებს წარდგენა არ სჭირდებათ, თუმცა მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ისინი ენმ-ში დაიკავებენ საკვანძო თანამდებობებს, ბატონი ზაზა გოგავა და ბატონი მამუკა ყურაშვილი. ბატონი ზაზა დაიკავებს ადგილს ენმ-ს სამდივნოში, ბატონი მამუკა ყურაშვილი მაღალ თანამდებობას თბილისის ენმ-ის ორგანიზაციაში", - თქვა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის თქმით, პარტია ემზადება 9 აპრილს, 5 საათზე გასამართი აქციისთვის, სადაც კიდევ ერთხელ გამოხატავენ პოზიციას, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს.