ყოველდღე ვაკვირდებით რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით, რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით - კალაძე

გამოქვეყნდა:

"ყოველდღიურად ვაკვირდებით თუ რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით და როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია ის, რომ რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით. მე მინდა რამდენიმე მონაცემი მოგაწოდოთ ინფორმაციის სახით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების თვალსაზრისით რეკორდული მაჩვენებელი იქნა დაფიქსირებული, 1 360 795 მგზავრობა, რაც ძალიან მაგარია, ძალიან მნიშვნელოვანია, ამავე დღეს, მხოლოდ ავტობუსებმა გადაიყვანეს 580 816 მგზავრი, უნდა აღინიშნოს, რომ მგზავრთა ნაკადის გზა გვაქვს მეტროშიც, მაგალითად დეკემბერში, 23 დეკემბერს მეტროში დაფიქსირდა 527 636 მგზავრმომსახურება, რაც ძალიან მაგარია და ძალიან მნიშვნელოვანია. 

თქვა თბილისის მერმა, კახი კალაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი