
ისრაელის პოლიციამ იერუსალიმში 400 ექსტრემისტი პალესტინელი დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით სპეცოპერაცია ერთ-ერთ მეჩეთში იმ დროს ჩატარდა, როდესაც დაჯგუფების წევრები სამოქმედო გეგმებს განიხილავდნენ.
პოლიციამ დაკავებულების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაკავების მომენტში ექსტრემისტებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც 100 ადამიანი დაშავდა.
სპეცოპერაციის პარალელურად პალესტინიდან რადიკალურმა დაჯგუფებებმა ისრაელის მიმართულებით 9 რაკეტა გაისროლეს. საჰაერო თავდაცვამ მტრის საჰაერო იერიშები მოიგერია. საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის საწვრთნელი ბაზა და საგუშაგოები დაბომბა.