მაკრონი და ლაიენი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდნენ

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ამის ამსახველი კადრები პეკინის აეროპორტიდან გავრცელდა

არსებული ინფორმაციით, ჩინეთში იმყოფება ევროკიმისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიეენიც.  დღეს, 5 აპრილს, ევროპელი ლიდერები სამდღიან ვიზიტს იწყებენ, რომლის ფარგლებშიც ისინი შეხვდებიან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს.

უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ მსჯელობა, სავარაუდოდ, დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება.

„ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია მყისიერი და რადიკალური გავლენა მოახდინოს კონფლიქტზე, ამა თუ იმ მიმართულებით“, - განაცხადა მაკრონის ოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიზიტის წინ.

ცნობისთვის, ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს ომთან დაკავშირებით, მაგრამ ხაზს უსვამს რუსეთთან "უსაზღვრო მეგობრობას“. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი