15 რუსი სამხედრო ბრალდებულია 368 მშვიდობიანი უკრაინელის 1 თვით, სარდაფში დატყვევებაში - პროკურატურა

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჩერნიგოვის ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის რუსეთის ფედერაციის 15 სამხედრო მოსამსახურეს გაასამართლებენ.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტის დასაწყისში ოკუპირებულ სოფელ ჩერნიგოვის რაიონში, იაგიდნეში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა თავისუფლება აღუკვეთეს 368 ადამიანს, მათ შორის 69 არასრულწლოვანს და ძალით ჩაკეტეს სკოლის სარდაფში" აცხადებს პროკურატურა.

ოკუპანტები დატყვევებულ ადამიანებს ცოცხალ ფარად იყენებდნენ. იაგიდნეს  მოსახლეობის პატიმრობა ერთ თვეზე მეტ ხანს, რუსი სამხედროების უკან დახევამდე გაგრძელდა. 

რუსი სამხედროები უკრაინის კანონმდებლობით გათვალისწინებული ომის კანონების დარღვევის მუხლებით არიან ბრალდებული.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი