
უკრაინელი სამხედროების წვრთნა ამერიკული აბრამსის ტანკების ოპერირების მიზნით უახლოეს მომავალში დაიწყება - აცხადებს პენტაგონის წარმომადგენელი.
”ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ აღჭურვილობის შესყიდვაზე, ამიტომ ჯერ არ დაგვიწყია წვრთნა, მაგრამ ველით, რომ ეს მალე მოხდება”, - ამბობს წყარო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტიდან.
შეერთებული შტატები უკრაინაში 31 "აბრამსის" ტანკს გაგზავნის, რაც უკრაინის არმიის კლასიფიკაციაში სატანკო ბატალიონის ტოლფასია.
გადაწყვეტილება იანვარში იქნა მიღებული.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ამერიკელმა სამხედროებმა 7000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნეს.