შემიძლია გარანტია მოგცეთ, თუ ოპოზიცია უარს იტყვის რუსულ გეგმაზე, სტატუსს მივიღებთ - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"თუ ჩვენი ოპონენტების და ზოგადად გლობალური ომის პარტიის დღის წესრიგს მივყვებით, მაშინ რუსული კანონი კი არ იყო, რეალურად გეგმაა რუსული, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში ამ გეგმას რომ მიჰყვეს ქვეყანა, რასაც ჩვენი ოპონენტები ახმოვანებენ, სინამდვილეში ეს არის კანდიდატის სტატუსის ვერ და არ მიღება, ხელისუფლების ცვლილება, მეორე ფრონტი საქართველოში, რაც აუცილებლად რუსული შედეგით დასრულდება, ჩვენი გეგმა არის სხვა.

მე შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ამ გეგმაზე უარის თქმის შემთხვევაში, საქართველო უპირობოდ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. თუკი ჩვენ ვივარაუდებთ, თეორიაში მაინც, რომ ჩვენი ოპონენტები თუ უარს იტყვიან ამ რუსული გეგმის შესრულებაზე, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს". 

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი