ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელი დაბომბეს - დაიღუპა 2 ადამიანი 

გამოქვეყნდა:

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის პაველ კირილენკოს ცნობით, კრამატორსკის რაიონში, კერძოდ სოფელ ოლექსიევო-დრუჟკოვკას დაბომბვის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 4 დაიჭრა. 

ქალაქი დღეს ადგილობრივი დროით დაახლოებით 11 საათზე დაბომბეს - რუსების სამიზნე საცხოვრებელი სექტორი იყო. წინასწარი მონაცემებით, გამოიყენეს კასეტური საბრძოლო მასალა.

კირილენკოს ინფორმაციით, ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ და ანეიტრალებენ ჭურვებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი