"მომავალში ჩვენს ხალხებს შორის საზღვრები არ იქნება" - ზელენსკი პოლონეთში ვიზიტზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი პოლონეთში ვიზიტის შესახებ საკუთარ "ტელეგრამის" არხში წერს და აღნიშნავს, რომ მომავალში მათს ხალხებს შორის საზღვრები არ იქნება. 

კერძოდ, პრეზიდენტი ზელენსკი გულისხმობდა უკრაინასა და პოლონეთს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ისტორიულ საზღვრებს.

"მომავალში ჩვენს ხალხებს შორის არ იქნება საზღვრები: პოლიტიკური, ეკონომიკური და - რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ისტორიული. მაგრამ ამისთვის ჯერ კიდევ გვჭირდება გამარჯვება. ამისთვის ცოტა მეტი გვერდიგვერდ უნდა ვიაროთ",- ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელესნკი, პირველი ლედი ოლენა ზელენსკა და უკრაინის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. მათ პირდად დახვტა პრეზიდენტი ანდჟეი დუდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი