
კრემლს "გაწვრთნილი სამხედრო ძალის" ჩამოყალიბების პრობლემები აქვს, თუმცა რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყების ეშინია. ამის შესახებ CNN დასავლელ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
"[რუსეთმა] აღიარა რომ მას 400 000-ზე მეტი ჯარისკაცი სჭირდება და ეს არ შეეხება მხოლოდ კონფლიქტს [უკრაინაში], არამედ ასევე ახალ ფორმირებას, რომლებიც განლაგდებიან NATO-ს საზღვარზე ფინეთთან. როგორ შეძლებენ ამას ეს ჯერჯერობით უცნობია", - უთხრა წყარომ CNN-ს.
ოფიციალურმა პირებმა CNN-ს უთხრეს, რომ რუსეთმა გაზარდა გაწვევის ხანგრძლივობა და გააფართოვა ასაკობრივი ზღვარი, თუმცა მათ არ დაუწყიათ ძალისხმევა მობილიზაციის მეორე ტალღისთვის.
"შეუძლია თუ არა მოსახლეობას მობილიზაციის მორიგი ტალღის დაწყება და სურს თუ არა კრემლს შეამოწმოს მოსახლეობის მდგრადობა ამ საკითხის მიმართ, ამ დროისთვის გაურკვეველია, თუმცა ის ფაქტი, რომ მათ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ, იმაზე მიუთითებს, რომ მათ გარკვეული შიშები აქვთ", - აღნიშნა წყარომ გამოცემასთან.
ოფიციალურმა პირებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთში მცხოვრები ხალხის ჯარში გაწვევის გარდა, მოსკოვს უჭირს მათი მომზადების უზრუნველყოფა.
"ჩვენ ვნახეთ, რომ რუსული ქვედანაყოფები იწვრთნებოდნენ ბელარუსში, ასევე ვნახეთ სხვა რუსული ლოკალიზებული ძალები, რომლებსაც პირდაპირ ფრონტზე უბიძგებდნენ ყოველგვარი წვრთნების გარეშე. მათ რეალური პრობლემები აქვთ სამხედროების გაწვრთნის კუთხით", - დასძინა წყარომ.