სებ-ის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 19 განაცხადი შევიდა

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 19 განაცხადი შევიდა, საიდანაც შეირჩა 8 კანდიდატი. მათთან გასაუბრება მომავალ კვირაში გაიმართება. 

"საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 19 განაცხადი შემოვიდა. 

განაცხადების განხილვის ეტაპი დასრულდა და შეირჩა 8 კანდიდატი, რომლებთანაც გასაუბრება მომავალ კვირაში გაიმართება. 

გასაუბრების შედეგად შეირჩევა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები, რომლებსაც პრეზიდენტი, კონსტიტუციის შესაბამისად ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს." ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი