ბრაზილიაში საბავშვო ბაღზე თავდასხმას სულ მცირე 4 მცირეწლოვანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

BBC-ის ინფორმაციით, ბრაზილიაში, საბავშვო ბაღზე მომხდარ თავდასხმას, სულ მცირე, 4 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. ექიმების თქმით დაჭრილია კიდევ ოთხი, 3 წლამდე ბავშვი. 

გამოცემა წერს, რომ ცივი იარაღით შეიარაღებული 25 წლის კაცი ქვეყნის სამხრეთით, სანტა-კატარინას შტატში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღს თავს დაახლოებით 09:00 საათზე დაესხა.

როგორც პოლიცია იუწყება, თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა და ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მომხდარის გამო სანტა-კატარინას შტატში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი