მტერი ბახმუტს არ აკონტროლებს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ფრონტზე ყველაზე რთული მდგომარეობა ამჟამად დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტშია, თუმცა მტერი ქალაქს არ აკონტროლებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტ დუდასთან, ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა. 

ზელენსკის განცხადებით, ბახმუტში ბრძოლები ყოველდღიურ რეჟიმში გარდამავალი უპირატესობებით მიმდინარეობს, თუმცა:  "ჩვენ ბახმუტში ვართ და მტერი ბახმუტს არ აკონტროლებს, დღეს ასეთი მდგომარეობაა“, - ამბობს პრეზიდენტი.

მისი თქმით, ბახმუტში ვითარებას პირადად აკონტროლებს სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი, რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტი სამხედრო პერსონალის შენარჩუნებაა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი