ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩავიდა. ინფორმაციას ბელარუსული მედია Belta ავრცელებს.

"პრეზიდენტები შეხვედრაზე განიხილავენ ბელარუსი-რუსეთის ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრს, მათ შორის იმ საკითხებს, რომლებიც არ ექვემდებარება განხილვას უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე", - წერს ბელტა.

მედიის ინფორმაციით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკო დაესწრება საკავშირო სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს სხდომას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი