შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ქართველ მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს "კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო" სანქციები დაუწესა. როგორც ცნობილია, მათ და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ.
"აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ", - ნათქვამია სახდპის განცხადებაში.
განცხადება სრულად: