სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სისტემაში, სადაც დავა წყდება სამართლიანად და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარით - დეგნანი

გამოქვეყნდა:

გასულ კვირას დემოკრატიის სამიტზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა ერთგულად გააგრძელებს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ და სამართლის უზენაესობის გაძლიერებას. 100-ზე მეტი ქვეყანა მათ შორის საქართველო, შეუერთდა პრეზიდენტ ბაიდენის ამ განცხადებას, რადგან ყველამ ვიცით, რომ სამართლის უზენაესობა უფრო მეტია, ვიდრე სიტყვები. ის გულისხმობს მართლმსაჯულებას და სწორედ მართლმსაჯულებაა ის ძირითადი პრინციპი, რაც თავისუფლებასა და დემოკრატიას განამტკიცებს.

სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის ან ქრთამის, დაშინებისა თუ ზეწოლის საფუძველზე.

თქვა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი