"განაჩენი ხელისუფლებისთვის და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის" | მამუკა ხაზარაძე მოსამართლეების დასანქცირებაზე

გამოქვეყნდა:

"განაჩენი ხელისუფლებისთვის და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის" - ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აშშ-ის სახდეპის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას. 

აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება განაჩენია არა მარტო მათთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში საბოლოოდ ამოიწურა ნდობა "ქართული ოცნების" მიმართ. 

დემოკრატიის უკუსვლას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, ოპონენტების დევნას, მედიის შევიწროებასა და, საბოლოო ჯამში, რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის გადაყვანას, არც ქართველი ხალხი აპატიებს ვინმეს და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი