მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში ხანძარია

გამოქვეყნდა:

მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

"ზნამენკას 19-ში, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში გაჩნდა ხანძარი. ინტენსიური წვა შეინიშნება მესამე სართულის ფანჯრიდან", - ამბობენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში. 

რუსული მედიის ცნობით, ხანძარს სირთულის ხუთი დონიდან მეორე აქვს მინიჭებული. როგორც უწყებაში ამბობენ, სართულზე, რომელზეც ცეცხლია, არის სქელი კვამლი და მაღალი ტემპერატურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი