
ჩვენ ვერ დავუშვებთ 2012 წლამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნებას სასამართლო სისტემაში. როდესაც სასამართლოში იყო სისტემური პრობლემები, სასამართლო გამოიყენებოდა რეპრესიებისთვის. ამას ვერ დავუშვებთ. და თუ ვინმეს ვინმესთან სანქცირება უნდა, კეთილი ინებონ და დაიწყონ სააკაშვილით, რომლის გათავისუფლებასაც ითხოვენ აქტიურად, დაიწყონ ადეიშვილით, რომელიც დასეირნობს უკრაინაში და ევროპაში. აი, იმ ხალხით დაიწყონ და მერე დაგველაპარაკონ ჩვენ. ჩვენ მხარეს არის სიმართლე",
- ამბობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში და აშშ-ის სახდეპის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას ეხმაურება.