
ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი. მაგრამ, როცა ეს მოხდება, უნდა დავრწმუნდეთ, რომ პუტინი ვეღარ გააგრძელებს ევროპის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრას. ამიტომ ჩვენ უკრაინას შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რომ შეაკავოს და თავი დაიცვას მომავალი აგრესიისგან, ეს მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და ღონისძიებებს უკრაინის უსაფრთხოებისთვის.
[...]
შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მუშაობა უკრაინის სტრატეგიული მრავალწლიანი დახმარების პროგრამის შემუშავებაზე. ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერასაც, რომლებიც რუსეთისგან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის მოლდოვის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის
- თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.