შაქარაშვილის დევნის ოპერაცია - 40 დღის შემდეგაც გამოუძიებელი მკვლელობა

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 40 დღის შემდეგაც კი დანაშაულის ზუსტი ადგილი უცნობია. მთელი ამ დროის განმავლობაში, გამოძიება მხოლოდ ვარაუდობს, რომ დაპირისპირებისა და მკვლელობის ადგილი არაგვის ხიდის ქვეშაა. იგივე ვერსიას დაჟინებით იმეორებს გარდაცვლილის ბიძაც, რომელიც ნიკა გვარამიას ექსპერიმენტის გაბათილებას უშედეგოდ შეეცადა. "მთავარი არხის" ჟურნალისტური გამოძიებების სერიამ კი აჩვენა, რომ 19 ივნისის ღამეს შაქარაშვილი არაგვის ხიდის ქვეშ არ მისულა. ერთადერთი, რის გამოც ძიებამ ეს ტერიტორია შემთხვევის ადგილად გამოაცხადა, შაქარაშვილის ჩანთაა, რომელიც იქ 19 ივნისის საღამოს "ოქროს მოწმემ" იპოვა და ეს მაშინ, როცა იმავე ადგილას რვა საათის განმავლობაში უკვე მიმდინარეობდა სამაშვლო სამუშაოები. 

ცენტრალური მაგისტრალიდან ასფალტიანი გზა ჩადის. თუ გამოძიებას დავუჯერებთ, სწორედ ამ გზაზე გარბოდა გიორგი შაქარაშვილი, როდესაც მას მისდევდნენ. გადავწყვიტეთ განვლილი გზა შეძლებისდაგვარად ზუსტად აღგვედგინა. მთელ გზას დამცავი ჯებირი მიჰყვება, რომელიც არ წყდება. ბილიკი, რომელზეც შაქარაშვილმა ჩაირბინა, ზუსტად ხიდის ქვეშ ვიპოვეთ, ჯებირი არ წყდება არც ბილიკთან. 

რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ გამოძიების ვერსიას ავითარებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე. მან საგამოძიებო ექსპერიმენტი დადგა და საზოგადოებას აჩვენა, რომ სწორედ ამ ბილიკზე ხტება შაქარაშვილი. თუმცა კითხვა - რა იცის 19 წლის ბიჭმა უცხო ადგილას ამ ბილიკის შესახებ ან ვინ უნათებდა გზას, მირიან ნიკოლაძეს არ დაუსვამს. 

ვერსიის აბსურდულობას ამტკიცებს გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი. ელისო კილაძემ სწორედ ეს ადგილი გვიან ღამე გადაიღო. არ არის განათება, შესაბამისად არ ჩანს არა თუ ბილიკი, არამედ მაგისტრალიც კი რომელიც აქ გადის. მითუმეტეს, რომ გიორგის არ ჰქონდა თან არც ფანარი და არც მობილური, რომ გზა გაენათებინა. 

ჯებირზე გადახტომის შემდეგ გვიმტკიცებენ, რომ გიორგი შაქარაშვილმა უკუნეთ ღამეში ეს ბილიკი სწრაფად ჩაირბინა, თან შეიარაღებული პირები მოსდევდნენ და გარბოდა. 

ბილიკზე სწრაფად გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ქვიშიანი ზედაპირი ცურავს, ალაგ-ალაგ სამშენებლო ნაგავი ყრია, რომელიც ღამე უბრალოდ არ გამოჩნდებოდა და აქ მიმავალ ადამიანს წააქცევდა. მთელი ბილიკის გასწვრივ არის ეკალ-ბარდები. გიორგის საბედისწერო ღამეს ეცვა შორტი. თუმცა მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. ბილიკის დასრულების შემდეგ არის ვაკე საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ბილიკზე ფეხის დაცდენისა და არაგვში ჩავარდნის ვერსია მორიგი აბსურდია. აბსურდია ისიც, რომ აქ გიორგისა და მის მდევრებს შორის რაიმე სახის დაპირსპირება იყო. სულ მცირე ბალახი და ეკალ-ბარდები მაინც უნდა იყოს დაზიანებული. ასევე უნდა იყოს ქვებზე სისიხლის კვალი რომელიც არ არსებობს. 

მდინარესთან კიდევ ერთ აბსურდულ ვერიას გვთავაზობს გამოძიება. არანაკლებ აბსურდულია სიკვდილის ვერსიაც. გამოძიება დაჟინებით გვიმტკიცებს, რომ გიორგი შაქარაშვილი მდინარეში ამ ადგილას ან შევიდა და დაიხრჩო, ან უკვე მოკლული გადააგდეს. 

საგამოძიებო ექსპერიმენტი თავდაპირველად "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტრომა ჩაატარა. ნიკა გვარამია არაგვში ზუსტად იმ ადგილას შევიდა, სადაც გამოძიების ვერსიით გიორგი შაქარაშვილი დაიხრჩო. 

რას ვამტკიცებთ ჩვენ ამ საგამოძიებო ექსპერიმენტებით? ვამტკიცებთ იმას, რომ გამოძიები და ასევე შაქრაშვილების ოჯახის ადვოკატის ვერსია სრულიად აბსურდულია. გიორგი შაქარაშვილი ღამით უკუნეთ
სიბნელეში ვერც ბილიკს მიაგნებდა და მიგნების შემთხვევაში იქ დაზიანების გარეშე ვერ ჩაირბენდა. დევნის პირობებში ჩანთას არ მოიხსნიდა და არ შეინახავდა. არაგვში ამ ადგილას არ დაიხრჩობოდა და თუ მოკული ჩააგდეს 800 მეტრს დინება ვერ წაიღებდა. შესაბამისად გამოდის, რომ ფაქტები გაყალბებულია. გამოძიება ცრუობს. ვის რაში აწყობს ეს ტყუილები არ ვიცი. მხოლოდ იმედს ვიტოვებთ, რომ 19 წლის წარმატებული ფეხბურთელის სიკვდილის ისტორიას ქვებივით ხავსი არ მოედება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი