ბელორუსში „ვაგნერის“ დაქირავებული მკვლელები დააკავეს

გამოქვეყნდა:

მინსკის პოლიციამ, გვიან ღამით, რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ 33 წევრი დააკავა. სააგენტო „ბელტა“-ს მიერ პოლიციისგან მოპოვებული ინფორმაციით, მებრძოლები რუსეთის მოქალაქეები არიან და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით ჩავიდნენ. ბელორუსის სამართლდამცავ სტუქტურებში ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში მებრძოლების რაოდენობა გაცილებით მეტია.

მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ვვარაუდობთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საარჩვენო კამპანიის დროს დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით, დაჯგუფება „ვაგნერი“-ს 200-მდე მებრძოლი შემოვიდა, - წერს სააგენტო „ბელტა“ პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მომხდართან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთოხების კომიტეტის წევრებთან საგანგებო სხდომა გამართა. პრეზიდენტმა მათ სიტუაციის დროული გამოძიება მოსთხოვა.

ვუყურებ რუსების რეაქციას. თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ თითქოს ჩვენ შემოვიყვანეთ ისინი აქ. გასაგებია, როგორღაც ხომ უნდა გაამართლონ თავიანთი ბინძური მიზნები, - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური მინსკის ლიდერმა ეროვნული უსაფრთოების კომიტეტის წევრებს რუსული სპეცსამსახურებიდან ოფიცილაური ახსნა-განმარტების მიღება დაავალა.

აუცილებელია, რუსულ სპეცსამსახურებსა და შესაბამის სტრუქტურებს მივმართოთ და მომხდართან დაკავშირებით მათგან სრული ახსნა-განმარტება მივიღოთ, - აღნიშნა ბელორუსის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ რუსული დაჯგუფება „ვაგნერი“ კრემლის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო რაზმია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურებისა და მთავრობის ინტერესებს ატარებენ. „ვაგნერი“-ს მებრძოლების სისასტიკე განსაკუთრებით სირიისა და ლიბიის ომებში გამოჩნდა, სადაც ისინი კრემლის მხარდაჭერილი ბაშარ ალ ასადისა და ამბოხებული გენერალი ჰალიფა ჰაფთრის ინტერესებს იცავდნენ. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფება „ვაგნერი“ 2013 წელს რუსული კომპანია „მორგან სექურითის“ მენეჯერებმა, ვადიმ გუსევმა და ევგენი სიდორვმა ჰონგ-კონგში ჩამოაყალიბეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი