ბულგარეთმა რუსული გემებისთვის პორტები მთლიანად დახურა

გამოქვეყნდა:

ბულგარეთმა მთლიანად დახურა პორტები რუსული გემებისთვის - ეს ღონისძიება სანქციების განხორციელების შესახებ ევროკავშირის დირექტივის ფარგლებშია შემოღებული, წერს PortSEurope.

აკრძალვა ძალაში შედის 8 აპრილს და გავრცელდება რუსეთის საზღვაო გადაზიდვების რეესტრში რეგისტრირებულ ყველა გემზე.

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის ხელისუფლებამ თავიდანვე აკრძალა რუსეთის დროშის ქვეშ მყოფი გემების შემოსვლა მათს პორტებში გასული წლის 17 აპრილიდან. ეს ღონისძიება გათვალისწინებული იყო  ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტით. თუმცა სანქციებში არსებობდა ხარვეზი, რომელიც საშუალებას აძლევდა ზოგიერთ რუსულ გემს ბულგარეთის პორტებში შესულიყვნენ. ახლა აკრძალვა ვრცელდება რუსეთის საზღვაო გადაზიდვების რეესტრში შემავალ გემებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი