86 წლის ბერლუსკონის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს - მედია

გამოქვეყნდა:

იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს -  ინფორმაციას გამოცემა Corriere della Sera ავრცელებს. 

"სილვიო ბერლუსკონი დაავადებულია სისხლის სერიოზული დაავადებით: ლეიკემიით. ტკივილები, რომლებიც მას ტანჯავს და ბოლო დღეების პნევმონია, რეალურად არის გართულებები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ისედაც დასუსტებულ სხეულს“, - წერს გამოცემა.

იტალიური გაზეთი წერს, რომ 10 დღის წინ 86 წლის პოლიტიკოსი გამოკვლევისთვის მილანის წმინდა რაფაელის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გაწერა, რომელიც 24-36 საათში იყო მოსალოდნელი, ოთხი დღით გადაიდო. 2 აპრილს ყოფილი პრემიერი საავადმყოფოში კვლავ დაბრუნდა. ამის შემდეგ მალევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსი რეანიმაციაში იმყოფებოდა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი