ხვალ სალომე ზურაბიშვილი ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდება

გამოქვეყნდა:

ხვალ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდება. დამატებითი დეტალები შეხვედრის თემასთან დაკავშირებით ცნობილი არაა. 

პრეზიდენტს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ქართველი მოსამართლეების დასანქცირების შესახებ. 

ცნობისთვის, 5 აპრილს ამერიკამ 4 ქართველ მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა. სანქცირებულებს შორის ერთი, ვალერიან ცერცვაძე ამჟამად უკვე ყოფილი მოსამართლეა. გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო" მიიღო. შეზღუდვა შეეხება მათ ოჯახის წევრებსაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი